სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

18:16 | 24.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი მენეჯერი: "ნაპოლი" ქებას იმსახურებს ამ ბიჭზე აქცენტის გაკეთებისთვის"

იტალიელმა საფეხბურთო მენეჯერმა, „პალერმოსა“ და „კატანიას“ ყოფილმა ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პიეტრო ლო მონაკომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კლუბი შექებას იმსახურებს სითამამისთვის და იტალიაში უცნობი ფეხბურთელისთვის დამატებისთვის.

„დღეს ყველა ამბობს, რომ კვარაცხელიას იცნობდნენ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მისი თამაში ცოტას ჰქონდა ნანახი. პატივისცემას იმსახურებენ ის ადამიანები და კლუბის ხელმძღვანელობა, ვინც გამბედაობა გამოიჩინა და ამ ფეხბურთელის შეძენა გადაწყვიტა“, - თქვა ლო მონაკომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ორ ტურში 3 გოლი გაიტანა (პლუს 1 საგოლე პასი) და ბომბარდირებში პირველ ადგილზეა. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 28 აგვისტოს, სტუმრად „ფიორენტინასთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.120817