ფეხბურთი

1:58 | 25.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: 32 მონაწილე ცნობილია, გუნდები ოთხ კალათაში განაწილდნენ

დღეს, სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება და 32 გუნდი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდება.

უკვე ცნობილია ოთხი კალათა, რომლის მიხედვითაც წილისყრა შედგება. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო „ნაპოლია“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს. იტალიური კლუბი მესამე კალათაშია განთესილი, ასე რომ, დიდი შანსია, საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდეს. თუმცა, ხვიჩას გარდა, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს დავით ხოჭოლავაც, რომლის "კოპენჰაგენი" მეოთხე კალათაშია.

ბუნებრივია, ერთ კალათაში მყოფი და ერთი ქვეყნის გუნდებში ჯგუფში ერთად ვერ მოხვდებიან. მეორე, მესამე და მეოთხე კალათაში გუნდები უეფას კოეფიციენტის მიხედვით განაწილდნენ, ხოლო პირველ კალათაში, წამყვანი ჩემპიონატების ჩემპიონები და აგრეთვე, ჩემპიონთა ლიგისა („რეალი“) და ევროპა ლიგის („აინტრახტი“) მოქმედი გამარჯვებულები მოხვდნენ.

I კალათა

„რეალი“ (ესპანეთი), „აინტრახტი“ (გერმანია), „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი), „მილანი“ (იტალია), „ბაიერნი“ (გერმანია), „პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი), „პორტუ“ (პორტუგალია), „აიაქსი“ (ნიდერლანდები)

II კალათა

„ლივერპული“ (ინგლისი), „ჩელსი“ (ინგლისი), „ბარსელონა“ (ესპანეთი), „იუვენტუსი“ (იტალია), „ატლეტიკო“ (ესპანეთი), „სევილია“ (ესპანეთი), „ლაიფციგი“ (გერმანია), „ტოტენჰემი“ (ინგლისი)

III კალათა

„დორტმუნდი“ (გერმანია), „ზალცბურგი“ (ავსტრია), „შახტარი“ (უკრაინა), „ინტერი“ (იტალია), „ნაპოლი“ (იტალია), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „სპორტინგი“ (პორტუგალია), „ლევერკუზენი“ (გერმანია)

IV კალათა

„მარსელი“ (საფრანგეთი), „ბრიუგე“ (ბელგია), „სელტიკი“ (შოტლანდია), „პლზენი“ (ჩეხეთი), „მაკაბი“ (ისრაელი), "კოპენჰაგენი" (დანია), "რეინჯერსი" (შოტლანდია), "დინამო" (ხორვატია)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 6 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. ზოგადად კალენდარი კი ასეთია:

I ტური: 6-7 სექტემბერი

II ტური: 13-14 სექტემბერი

III ტური: 4-5 ოქტომბერი

IV ტური: 11-12 ოქტომბერი

V ტური: 25-26 ოქტომბერი

VI ტური: 1-2 ნოემბერი

მერვედფინალი: 14-15/21-22 თებერვალი (პირველი მატჩები), 7-8/14/15 მარტი (საპასუხო მატჩები)

მეოთხედფინალი: 11-12 აპრილი (პირველი მატჩები), 18-19 აპრილი (საპასუხო მატჩები)

ნახევარფინალი: 9-10 მაისი (პირველი მატჩები), 16-17 მაისი (საპასუხო მატჩები)

ფინალი: 10 ივნისი (სტამბოლი, „ათათურქი)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 25 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110776