სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

11:39 | 24.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიური დიდი ბრძოლისთვის დიდ ფულს მოითხოვს

ტაისონ ფიურის ისევ დაავიწყდა, რომ კრივში საქმე დაასრულა და ამბობს, რომ უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან დიდი ბრძოლისთვის მზადაა, თუ შესაბამისად დიდ ანაზღაურებას შესთავაზებენ. და ამის გარეშე, ხელის მოქნევასაც აღარ აპირებს.

უსიკმა ენტონი ჯოშუას რემატჩიც მოუგო და WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ტიტულები შეინარჩუნა. მას ახლა ფიურისთან ბრძოლა და მის ხელთ არსებული WBC-ს სარტყელიც სურს.

„მსოფლიოში უდიდესი ბრძოლა, მსოფლიოში უდიდესი გასამრჯელოს ფასად უნდა ჩატარდეს. თუ მე ყველაფერი უნდა გავიღო იმისთვის, რომ უცნობ უცხოელს შევხვდე, მაშინ ბიჭებმა ნახევარი მილიარდი უნდა გაიმეტონ. ჯოშუასთან უფასოდაც ვიბრძოლებდი. მაგრამ ასე არაა“, - ამბობს ფიური.

ფიურისაც და უსიკსაც, პროფესიონალურ რინგზე ჯერ წაგება არ აქვთ. ბრიტანელი დილიან უაითის აპრილში დამარცხების შემდეგ, 33 წლის ფიურიმ განცხადა, რომ კარიერას ამთავრებს, მაგრამ WBC-ს ტიტული ჯერ ოფიციალურად არ დაუთმია. 35 წლის უსიკი მასთან შესახვედრად მზადაა და მისი ბანაკი უკვე ცდილობს ფიურისთან მოლაპარაკებას...

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116446