მილანის „ინტერისა“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ვეტერანმა მცველმა თქვა, რომ კვარაცხელია დიდებული შენაძენია, რომელსაც თამაშში სხვაობის შექმნა შეუძლია.
„ტექნიკური მახასიათებლებით მან უკვე მიანიშნა, რომ ჩვენს ფეხბურთში დაუყოვნებლივ დამკვიდრდება, სადაც ასევე საჭიროა ტაქტიკური თავგანწირვის უნარი. ის არის ბიჭი, რომელიც უბურთოდაც ბევრს მუშაობს, გარდა ამისა აქვს დრიბლინგის და ინიციატივის უნარი. იცის ფლანგზე თამაში, იცის, ცენტრში გადაწევაც, შემთხვევითი არაა, რომ გოლი თავით გაიტანა, მარჯვენა და მარცხენა ფეხით, რადგან საგოლე ალღო აქვს. ასევე შეუძლია ფორვარდად თამაში, საქართველოს ნაკრებში ამ პოზიციაზე უთამაშია. სპალეტისთან ის მოუმატებს თანაგუნდელებთან მოედანზე ურთიერთობის, ვიწრო სივრცეში კომბინირების და სწორ არჩევანის გაკეთების კუთხით. ის შესანიშნავი შენაძენია, რომელიც უკვე სასარგებლოა და თამაშში განსხვავების შეტანა შეუძლია“, - თქვა ადანიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი, რითაც ბომბარდირთა დავაში უკვე ლიდერია. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში 28 აგვისტოს, „ფიორენტინას“ ესტუმრება.