იტალიელმა სპორტულმა მენეჯერმა დარიო კანოვიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის ის სიურპრიზი არ არის. როგორც კანოვიმ აღნიშნა, ხვიჩა ფენომენია, რომელზეც ერთი წელია მისი შვილი ესაუბრება.
„ჩემთვის ხვიჩა კვარაცხელია სიურპრიზი არ არის. ვინც მინიმუმ ფეხბურთს იცნობს, იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელია ფენომენია და ეს „ნაპოლიში“ გადასვლამდე დაამტკიცა. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩემი შვილი ალესანდრო ერთი წელია მასზე მელაპარაკება. ამბობს, რომ ნამდვილი ფენომენია, დამანგრეველი ფეხბურთელია. კამპანიაში ის თავის ღირსებას ადასტურებს. „ნაპოლიმ“ მისი შეძენა სხვების კონკურენციის დაძლევით შეძლო“, - თქვა კანოვიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი, რითაც ბომბარდირთა დავაში უკვე ლიდერია. „ნაპოლი“ მომდევნო ტურში 28 აგვისტოს, „ფიორენტინას“ ესტუმრება.