ფეხბურთი

22:05 | 23.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემმა" იტალიის ნაკრების მცველი დაიმატა

ლონდონის „ჩელსისა“ და იტალიის ნაკრების მცველი ემერსონ პალმიერი კარიერას „ვესტ ჰემში“ გააგრძელებს. კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „ჩაქუჩები“ 13 მილიონ ევროს გაიღეს და 2 მილიონსაც ბონუსად დაამატებენ.

ემერსონი „ჩელსიმ“ 2017 წელს „რომადან“ დაიმატა და 71 მატჩში 2 გოლი გაიტანა. გასული სეზონი მან იჯარით „ლიონში“ გაატარა, ხოლო კარიერის დასაწყისში „სანტოსისა“ და „პალერმოს“ წევრი იყო.

ემერსონს იტალიის ნაკრებში 27 მატჩი აქვს ჩატარებული და გასულ წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. "ვესტ ჰემმა" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და პრემიერლიგაში სამი ტურის შემდეგ უქულოდ ბოლო ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120749