ფეხბურთი

21:25 | 23.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" ედინსონ კავანის შეძენას უახლოვდება

ესპანური „ვალენსია“ ედინსონ კავანის დაიმატებს. ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს. წყაროს თანახმად, ურუგვაელი ფორვარდი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში მისი ხელფასი 2 მილიონი ევრო იქნება.

„ვალენსია“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც კავანის მიმართ რეალური ინტერესი გამოირჩია და „მატადორმაც“ „მესტალიაზე“ გადაბარგების გადაწყვეტილება მიიღო. მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანებში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

35 წლის ფორვარდი ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „პალერმოს“, „ნაპოლისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ გამორჩეული ფიგურა იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115982