„ჩელსი“ აპირებს „ევერტონს“ მესამედ შესთავაზოს ნახევარმცველ ენტონი გორდონის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკების დაწყება - გვამცნობს Sky Sports.
21 წლის ინგლისელში ლონდონელებმა შესაძლოა 60 მილიონი გირვანქა გადაიხადონ. საფასურში ფეხბურთელის კარგი თამაშისთვის გათვალისწინებული ბონუსებიც შედის.
მანამდე „ევერტონმა“ „არისტოკრატების“| ორი შეთავაზება უარყო. საქმე ეხებოდა 40 და 45 მილიონ გირვანქას.
გორდონი „ევერტონის“ აღზრდილია. გასულ სეზონში ყველა ტურნირში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 4 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბთან არსებული კონტრაქტის ვადა კი 2025 წელს ეწურება.