ფეხბურთი

10:52 | 23.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ: „კრემონეზე“ კარგი გუნდია“

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს სერია A-ს მეორე ტურის მატჩში „კრემონეზესთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„მართლაც კარგი გუნდი დაგვიპირისპირდა. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. ვულოცავ მსაჯსაც. მან შესანიშნავად იმუშავა. როცა დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაგაქვს გოლი, შემდეგ გარკვეული შიში გეუფლება,

ბოლო 10-15 წუთის განმავლობაში „კრემონეზე“ ძალიან სახიფათო იყო სტანდარტებისას. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.“ - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ „რომას“ წინააღმდეგ, „კრემონეზეს“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ლუკა ლოჩოშვილს.

0.113543