„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ „რომასთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ლუკა ლოჩოშვილზე ისაუბრა და თქვას, რომ მისი თამაშით კმაყოფილია.
„კარგი ფეხბურთელია, რომელსაც ბაზარზე ვეძებდით და მისი დამატება გვინდოდა. მან „ოლიმპიკოზე“ დიბალას წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა. ვარჯიშებზე დღითიდღე მომატება სჭირდება, მაგრამ მისით კმაყოფილი ვარ, ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელით, ვინც გუნდში მყავს“, - აღნიშნა ალვინიმ.
ლუკა ლოჩოშვილმა „რომას“ წინააღმდეგ 84-ე წუთამდე ითამაშა და თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
„კრემონეზეს“ ორ ტურში 0 ქულა აქვს, „რომამდე“ სტუმრად „ფიორენტინასთან“ ასევე დაძაბულ ბრძოლაში წააგო (2:3, ბოლო წუთზე). მომდევნო ტურში მასიმილიანო ალვინის გუნდი შინ „ტორინოს“ უმასპინძლებს.