კალათბურთი

0:06 | 23.08.2022 | ნანახია 754 - ჯერ

გოგა ბითაძემ საქართველოს ნაკრებთან ერთად ივარჯიშა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიდერლანდებთან მატჩისთვის ემზადება.

გუნდს დაუბრუნდა გოგა ბითაძე, რომელმაც ივარჯიშა და მოსალოდნელია, რომ მოახლოებულ შეხვედრაში ითამაშებს. ამასთან, ილიას ზუროსის განკარგულებაში კახა ჯინჭარაძეც დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს 24 აგვისტოს შეხვდება, ხოლო სამი დის შემდეგ იტალიას ბრეშაში ესტუმრება. 1-7 სექტემბერს კი ზუროსის გუნდი თბილისში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:40 | 23.08.2022
თენგაბი (950)

ბეჟანიშვილის დიდად მეიმედებოდა. ის უნდა იყოს ჩვენს ნაკრებში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109681