ფეხბურთი

20:47 | 22.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" ყოფილი პრეზიდენტი: "ჯერ ნაადრევია თქმა, რომ ტურინში კვარაცხელიას ხელიდან გაშვებას ნანობენ"

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ განაცხადა, რომ ჯერ უცნობია, არის თუ არა სანანებელი ის ფაქტი, რომ ტურინელებმა კვარაცხელიას დამატება ბოლო მომენტში ვერ შეძლეს.

„იუვენტუსი“ კვარაცხელიას ვერშეძენას ნანობს? ამის თქმა ჯერ ნაადრევია. „ნაპოლიმ“ გაუშვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და გუნდის შემადგენლობა გაახალგაზრდავა, ჯუნტოლიმ სამუშაო შესანიშნავად შეასრულა და „ნაპოლი“ სკუდეტოს კანდიდატია“, - თქვა კობოლი ჯილიმ, რომელიც „იუვენტუსის“ პრეზიდენტი 2006-2010 წლებში იყო.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენასთან ახლოს 2021 წელს იყო, კერძოდ, სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი, თუმცა მან კლუბი ერთი წლის წინ დატოვა, რის გამოც ტრანსფერი ჩაიშალა.

კვარაცხელიას შესახებ კომენტარი ვეტერანმა ფეხბურთელებმაც გააკეთეს:

ალესანდრო ბუდელი (ვეტერანი ფეხბურთელი): „კვარაცხელია უკვე ამტკიცებს, რომ სერია A-ს საუკეთესო ტრანსფერია ამ ზაფხულს. არ მეგონა, ასეთ გავლენას ასე სწრაფად თუ მოახდენდა, მაგრამ მისი თვისებები ეჭვს არ იწვევს. აქვს ნიჭი, ძლიერი ხასიათი, ყველაფერი აქვს, თავითაც თამაში შეუძლია, როგორც ეს ვერონაში ვნახეთ“.

მასიმო ბრამბატი (ვეტერანი ფეხბურთელი): „ამჟამად ვიტყოდი, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა“.

ალესანდრო რენიცა (ვეტერანი ფეხბურთელი): "კვარაცხელიას ძალიან საინტერესო პერსპექტივები აქვს, ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ ამ ბიჭის მიმართ, ასევე იმ მოლოდინების შესახებ, რასაც გუნდი ქმნის. ვეთანხმები სპალეტის ყველა ანალიზს, როგორც კვარაცხელიაზე, ასევე სხვებზე“.

შეგახსენებთ, რომ ორ ტურში 3 გოლით და 1 საგოლე პასით ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ბომბარდირებში პირველ ადგილზეა.

0.119383