ფეხბურთი

13:10 | 22.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპემ ლიგა 1-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა

კილიან მბაპემ საფრანგეთის ლიგა 1-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. ფრანგმა ფეხბურთელმა „ლილთან“ შეხვედრაში თავი მე-8 წამზე გამოიჩინა.

პსჟ-მ თამაში დაიწყო თუ არა, ლიონელ მესიმ მოედნის ცენტრიდან მბაპეს შესანიშნავი პასი გაუკეთა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და მას ბურთი თავზე გადაუგდო.

საბოლოოდ, პსჟ-მ „ლილი“ გასვლაზე 7:1 დაამარცხა. მბაპემ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ნეიმარმა დუბლი, თითოჯერ კი აშრაფ ჰაკიმიმ და ლიონელ მესიმ გაიტანეს.

„პარი სენ ჟერმენს“ ლიგა 1-ში ფანტასტიკური სტარტი აქვს - 3 ტური, 3 მოგება და 17 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108765