„რომას“ ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და მიმდინარე წელს ვერ ითამაშებს.
როგორც იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვეინალდუმს წვივის მოტეხილობა აღენიშნება და 2023-წლამდე მოედანზე ვერ გავა.
შეგახსენებთ, რომ „რომამ“ ჟორჟინიო ვეინალდუმი მიმდინარე ზაფხულს პსჟ-დან იჯარით დაიმატა და ჟოზე მოურინიო მასზე დიდ იმედს ამყარებდა, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიურ კლუბს ის 4-5 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.