სხვა

2:42 | 22.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუას მეორედ დამარცხების შემდეგ, უსიკი ფიურის უმიზნებს

ბრიტანელი ენტონი ჯოშუას მეორედ დამარცხების შემდეგ, ოლეკსანდრ უსიკმა WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ტიტულები შეინარჩუნა და ახლა WBC-ს ჩემპიონთან, ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან შეხვედრა სურს. ამას კვირაში ცხრა პარასკევი აქვს - ხან ამთავრებს კარიერას, ხან განაახლებს, მერე ისევ ამთავრებს... მაგრამ თუ უნდა, რომ თავაწეული წავიდეს რინგიდან, უსიკთან, ანუ დანარჩენი პრესტიჟული ორგანიზაციების ტიტულები მოიპოვოს.

ეს საკმარისი სატყუარა უნდა იყოს იმისთვის, რომ ფიური რინგს დაუბრუნდეს და უსიკს დაუპირისპირდეს. უკრაინელმა ჯოშუა განმეორებით ბრძოლაში ქულებით, მსაჯთა არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ცნობისათვის, უსიკიც და ჯოშუაც ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონები არიან.

უსიკი ფინალური გონგისთვის უკეთეს მებრძოლად ჩანდა და თითქოს, მისი გამარჯვება სათუო არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამერიკელმა მცირე უპირატესობა (115-113) ჯოშუას მიანიჭა. ბრიტანელი და უკრაინელი მსაჯების ბარათებზე, უსიკმა შესაბამისად, 115-113 და 116-112 მოიგო.

ამგვარად, 35 წლის უსიკმა პროფესიონალურ რინგზე გამართული თავისი მე-20 ბრძოლაც მოიგო. ჯოშუამ კი, ვინც 32 წლისაა, მესამე მარცხი იწვნია და ახლა დიდი გარჯა მოუწევს იმისთვის, რომ კარიერა შეინარჩუნოს. სხვათა შორის, შეხვედრის შედეგების გამოცხადებამდე, ჯოშუას უსიკთან ერთად, უკრაინის დროშა ეჭირა და ასე გამოხატა თავისი მხარდაჭერა ამ ქვეყნისადმი.

„უსიკი ჯოჯოხეთური მებრძოლია. შესაძლოა, მეტი შემეძლო, მაგრამ მისი გამოსვლა გვიჩვენებს მისი მომზადების დონეს და იმ მძიმე შრომას, რაც მან შეასრულა. ამიტომ გთხოვთ, ტაშით შეხვდით მძიმე წონის მსოფლიო ჩემპიონს. მე შევისწავლე უკრაინა და თქვენი საოცარი ქვეყნის ჩემპიონები. იქ არასდროს ვყოფილვარ. რაც ახლა იქ ხდება, ცუდია. და ამ პირობებში, ის კვლავ ჩემპიონი გახდა“, - განაცხადა ჯოშუამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113542