„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ვიქტორ ოსიმენმა „მონცასთან“ მატჩის (4:0) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველზე მოედანზე უფრო უკეთ უგებს და ხვიჩა მათ თამაშების მოგებაში დაეხმარება.
„კვარაცხელია საოცრად ნიჭიერია და ჩვენი ურთიერთქმედება მოედანზე იხვეწება, ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გუნდთან ერთად მნიშვნელოვანი რაღაცების გაკეთება. მან ძალიან კარგად ითამაშა, მისი თამაშით მხოლოდ კმაყოფილები უნდა ვიყოთ. მას შეუძლია თამაშების მოგებაში დაგვეხმაროს“, - აღნიშნა ოსიმენმა.
ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს და ამ წუთისთვის ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციაზეა. სხვათა შორის, 2010 წლიდან მოყოლებული ედინსონ კავანის, ხოსე კალეხონისა და ლორენცო ტონელის შემდეგ კვარაცხელია "ნაპოლის" მეოთხე მოთამაშეა, რომელმაც სერია A-ს საწყის ორ თამაშში გაიტანა.
„ნაპოლის“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და „ინტერთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 28 აგვისტოს, სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება.