ფეხბურთი

0:08 | 22.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "კვარაცხელია ჯერ წნეხშია და რომ გათავისუფლდება, გაჩვენებთ, როგორი ფეხბურთელია"
"რასაც აკეთებს, საკმარისია, მაგრამ ბევრად მეტი შეუძლია"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „მონცასთან“ მატჩის (4:0) შემდეგ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა.

იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ კვარა კარგი ბიჭი და დიდი პროფესიონალია. სპალეტიმ თქვა, რომ ხვიჩა, როგორც თამაშობს, ესეც საკმარისია, მაგრამ ბევრად მეტიც შეუძლია.

„მასზე ჯერ კიდევ დიდი ზეწოლაა, როგორც კი ზეწოლისგან გათავისუფლდება, რაც ახლა აქვს, გაჩვენებთ, როგორი ფეხბურთელია. რასაც აკეთებს, ეს საკმარისია, მაგრამ მას მეტის გაკეთება შეუძლია. ვის ჰგავს? თქვენ ჩემზე უკეთ შეგიძლიათ შედარებები.

კვარა ნიჭიერია, რომელსაც საკუთარი თავის წარმოჩენა უფრო მაღალ დონეზეც შეუძლია. თამაშს გრძნობს, მაგრამ როგორც ვთქვი, წნეხს განიცდის, ძალიან ემოციურია და როცა ამისგან გათავისუფლდება, გარწმუნებთ, რომ უფრო მნიშვნელოვან საქმეებს გააკეთეს. ის ძლიერი მოთამაშეა, რომელიც თავს დროთა განმავლობაში უკეთ წარმოაჩენს.

ხვიჩა დიდი პროფესიონალი და კარგი ბიჭია, კარს ყოველთვის უყურებს, შეუძლია მარცხენა და მარჯვენა ფეხით დარტყმა. 10 წუთის შემდეგ კუნთების დაჭიმულობა ჰქონდა, მაგრამ ის ნეაპოლიტანელი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს და კარგია, რომ გოლები გაიტანა, რადგან ასე რაც შეიძლება მალე მოიპოვებს სიმშვიდეს“, - თქვა სპალეტიმ.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს და ამ წუთისთვის ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციაზეა. სხვათა შორის, 2010 წლიდან მოყოლებული ედინსონ კავანის, ხოსე კალეხონისა და ლორენცო ტონელის შემდეგ კვარაცხელია "ნაპოლის" მეოთხე მოთამაშეა, რომელმაც სერია A-ს საწყის ორ თამაშში გაიტანა.

„ნაპოლის“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და „ინტერთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 28 აგვისტოს, სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113633