ფეხბურთი

18:50 | 21.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსი" "ლიდსთან" განადგურდა

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ლონდონის „ჩელსიმ“ პირველი მარცხი განიცადა. ტომას ტუხელის გუნდი „ელან რაუდზე“ „ლიდს იუნაიტედთან“ უშანსოდ იყო - 0:3.

ჯესი მარშის გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს გააქტიურდა და ჯერ ანგარიში ბრენდონ აარონსონმა გახსნა, რომელმაც ედუარ მენდის უხეში შეცდომის შემდეგ ცარიელ კარში გაიტანა, მერე კი როდრიგო მორენომ სხვაობა გააორმაგა და იორკშირელებმა მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. მეორე ნახევარში ჯეკ ჰარისონმაც გაიტანა და ანგარიში კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა.

თამაშის მიწურულს ლონდონელებს კალიდუ კულიბალიც გაუძევეს. მოკლედ, ეს „ჩელსის“ დღე არ იყო, რომელსაც სამ ტურში მხოლოდ 4 ქულა აქვს მოპოვებული და სეზონი იდეალურად ნამდვილად ვერ დაიწყო. სამაგიეროდ, მშვენიერი სტარტი აქვს „ლიდსს“, რომლის აქტივში 7 ქულაა. სხვათა შორის, "ლიდსმა" "ჩელსი" 2002 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

„ლიდსი“ – „ჩელსი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 აარონსონი (33), 2:0 როდრიგო (37), 3:0 ჰარისონი (69)

0.119226