„მანჩესტერ იუნაიტედი“ კაზემიროს შეძენის შემდეგ კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას აპირებს და „აიაქსის“ შემტევის, ანტონის გადაბირება სურს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ინგლისელებმა ნიდერლანდურ კლუბთან მოლაპარაკებები დაიწყეს. „იუნაიტედს“ ბრაზილიელ გარემარბთან შეთანხმება მიღწეული აქვს და ახლა მხოლოდ ტრანსფერის საფასურზე „აიაქსთან“ მორიგებაა საჭირო. როგორც ცნობილია, „აიაქსი“ 100 მილიონ ევროს ითხოვს.
ანტონიომ გასულ სეზონში „აიაქსის“ რიგებში 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.