ფეხბურთი

12:34 | 21.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: "კაზემირომ არჩევანის უფლება დაიმსახურა, იმის გამო, რაც "რეალისთვის" გააკეთა"

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კაზემიროს „მანჩესტერში“ ტრანსფერს გამოეხმაურა. ესპანელმა აღნიშნა, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არჩევანის უფლება დაიმსახურა იმის გამო, რაც წლების განმავლობაში „რეალისთვის“ გააკეთა.

„კაზემირო ლეგენდაა და ყველაფრისთვის, რაც მან მოგვცა, მიიღო შესაძლებლობა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ყველაფრისთვის, რაც „რეალისთვის“ გააკეთა“, - თქვა პერესმა.

შეგახსენებთ, კაზემირომ „რეალის“ რიგებში 2012 წლიდან 336 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 20 ტიტული მოიგო, მათ შორის ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა.

0.115672