ფეხბურთი

11:23 | 21.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" იტალიის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა

„ნაპოლიმ“ ბოლო სამ დღეში მესამე ფეხბურთელი დაიმატა. ჯოვანი სიმეონესა და ტანგი ნდომბელეს შემდეგ ნეაპოლიტანელებმა ჯაკომო რასპადორის ტრანსფერი დაადასტურეს.

იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ის კლუბს იჯარით შეუერთდა, მაგრამ გაისად გამოსყიდვის ვალდებულებით. იჯარის საფასური 5 მილიონი ევროა, გამოსყიდვის 30 მილიონი, რასაც ბონუსის სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება.

რასპადორი აქამდე „სასუოლოში“ თამაშობდა, რომლის რიგებში 2018 წლიდან 81 მატჩში 18 გოლი გაიტანა. 22 წლის შემტევს იტალიის ნაკრებში 13 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი და შარშან ევროპის ჩემპიონი გახდა.

„ნაპოლიმ“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში რასპადორის გარდა, ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი სიმეონე, ტანგი ნდომბელე, სალვატორე სირიგუ, კიმ მინ-ჯე, მატიას ოლივერა და ოლა ოსტიგორი დაიმატა.

0.105158