ფეხბურთი

23:16 | 20.08.2022 | ნანახია 0 - ჯერ

"ვერდერის" ეპიკური გამარჯვება "სიგნალ იდუნა პარკზე"

ბრემენის „ვერდერმა“ ბუნდესლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველად მოიგო და ეს ეპიკურ სტილში გააკეთა.

„ვერდერი“ „დორტმუნდს“ ესტუმრა და „სიგნალ იდუნა პარკზე 89-ე წუთზე აგებდა. ჯერ იულიან ბრანდტმა და შემდეგ რაფაელ გერეირომ დალაშქრეს სტუმართა კარი. „ყვითლებს“ სეზონში მესამე გამარჯვება უპრობლემოდ უნდა მოეპოვებინათ, მაგრამ ბოლო 6 წუთში სასწაული მოხდა. „ვერდერმა“ 89-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გაათანაბრა, ხოლო მეხუთე დამატებულ წუთზე საერთოდაც გამარჯვება მოიპოვა. ამრიგად, „ვერდერმა“ მოიგო თამაში, რომელსაც 89-ე წუთზე 0:2-ს აგებდა!

„ბრემენელმა მუსიკოსებმა“ 5 ქულა დააგროვეს, ხოლო „დორტმუნდს“ სამ ტურში 6 ქულა აქვს და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

კარგად დაიწყო სეზონი „უნიონმა“, რომელიც 7 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში „მაინცთან“ და „გლადბახთან“ ერთადაა მოკალათებული. ბერლინელებმა შინ „ლაიფციგს“ 2:1 მოუგეს, ხოლო ამბიციური „ხარები“ სამი ტურის თვაზე მოუგებლად არიან.

თუმცა „ლაიფციგის“ 2 ქულა სამ ტურში რა სახსენებელია იმასთან, რაც „ლევერკუზენის“ თავს ხდება. „ფარმაცევტებმა“ ამჯერად შინ „ჰოფენჰაიმთან“ 0:3 წააგეს და უქულოდ ბოლო ადგილზე არიან! „ბაიერმა“ სეზონი მართლაც საშინლად დაიწყო და დროზე თუ არ გამოასწორებს სიტუაციას, დასახული მიზნებისთვის ნამდვილად ვერ იბრძოლებს. ეს მიზნები კი ადგილის შენარჩუნება ნამდვილად არ იქნებოდა.

მესამე ტურის მატჩს კვირას ჩაატარებს მიუნხენის „ბაიერნი“, რომელიც „ბოხუმს“ ესტუმრება, ხოლო კიდევ ერთ შეხვედრაში „აინტრახტი“ და „კიოლნი“ შეხვდებიან.

„დორტმუნდი“ –„ვერდერი“ 2:3 (1:0)

გოლები: 1:0 ბრანდტი (45), 2:0 გერეირო (77), 2:1 ბუჩანანი (89), 2:2 შიმდტი (90), 2:3 ბერკე (95)

„აუგსბურგი“ – „მაინცი“ 1:2 (1:1)

გოლები: 0:1 ონისივო (31), 1:1 დემიროვიჩი (35), 1:2 ლი (90)

„ლევერკუზენი“ – „ჰოფენჰაიმი“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ბაუმგარტნერი (9), 0:2 კრამარიჩი (35), 0:3 რუტერი (78)

„შტუტგარტი“ – „ფრაიბურგი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 გრიფო (11)

„ვოლფსბურგი“ – „შალკე“ 0:0 (0:0)

„უნიონი“ – „ლაიფციგი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 ზიბათხეუ (32), 2:0 ბეკერი (38), 2:1 ორბანი (83)


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:23 | 17.06.2017
O. Mertskhali (8101)

ალვეშს საღოლ - რა პირში მთქმელი გაიჩითა... ნუ, რაც მოსაგები ქონდა მოიგო და რაც საშონელი ქონდა იშოვა, და ახლა 'ამ მიმართულებას' ანვითარებს - მოკლედ, მესმის საგანიო

13:23 | 17.06.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

წელს ვერატი და ბელერინი, მომავალ წელს კოუტინიო და დიბალა და ეგაა რა :დ

13:23 | 17.06.2017
მესი მსოფლიო ჩემპიონია (10512)

ანუ წადი ბარსაშიო :დ

13:04 | 17.06.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

ზიდანის და დიბალას შედარება არ გამოვა, მაგრამ თავის დროზე ზიზუსაც ყველა ურჩევდა იუვედან წასვლას. იტალიაში სქემებში იკარგებოდა და თავის შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენდა.
წავიდა რეალში და ზუსტად ის ფეხბურთი ითამაშა, რასაც ხალხი მისგან ელოდა.

0.079447