ფეხბურთი

22:29 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "დილას" იოლად მოუგო

საქართველოს ეროვნული ლიგის 22-ე ტურში „დინამო თბილისმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 3:0.

სეზონის განახლების შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი კარგ ფორმაშია და ზედიზედ მეორედ მოიგო. „დინამოსთან“ „დილასთან“ პრობლემა არ ჰქონია - პირველ ტაიმში ანგარიში გიორგი მოისწრაფიშვილმა გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში დავით სხირტლაძემ შეაგდო, ხოლო მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში გიორგი გაბედავამ დააფიქსირა.

„დინამოს“ 44 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „საბურთალოს“ შეხვდება.

ტური მანამდე ბოლნისში, „სიონისა“ და „სამგურალის“ თამაშით გაიხსნა, რომელშიც გოლი არ გასულა. წყალტუბოელები 38 ქულით მესამე ადგილზე არიან, „სიონს“ 22 ქულა აქვს და მეცხრე პოზიციაზეა.

„დინამო თბილისი“ – „დილა“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (32), 2:0 სხირტლაძე (51), 3:0 გაბედავა (88)

„სიონი“ – „სამგურალი“ 0:0 (0:0)

0.110323