ფეხბურთი

21:24 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ის მეკარე ნავასმა წელის ტრავმა მიიღო. მისი გადაბირება "ნაპოლის" სურს

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე კეილორ ნავასი, ფრანგული ლიგა 1-ის მე-3 ტურის მატჩს გამოტოვებს „ლილის“ წინააღმდეგ. მიზეზი წელის ტრავმაა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ადრიენ გრანიე.

ნავასი ვარჯიშის დროს დაშავდა და ახლა სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს, რათა ტრავმის სირთულე დადგინდეს.

შეგახსენებთ, რომ ნავასი „ნაპოლიში“ აპირებს გადასვლას. ნეაპოლური კლუბი 35 წლის კოსტარიკელის ერთწლიანი იჯარით აყვანას აპირებს.

0.112996