ფეხბურთი

20:52 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო: „პოგბა მხოლოდ საკუთარ იმიჯზე ფიქრობს, თითქოს უკვე ყველაფერს მიაღწია“

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ, ჟურნალისტყებს უთხრა, რომ არ მოსწონს ტურინელთა ფრანგი ახალწვეულის, პოლ პოგბას ქცევები.

„როგორც ფეხბურთელი, პოგბა ყოველთვის მომწონდა. მაგრამ ბოლო წლებში „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყოფნისას ვეღარ ვცნობდი. ძალიან ბევრ დროს უთმობს თავის გარეგნობას და იმიჯს. ეტყობა ჰგონია, რომ უკვე ყველაფერს მიაღწია.

როცა ფეხბურთელი ასე იქცევა, ის მაღალ დონეზე სრულფასოვნად ვეღარ გაუწევს ოპონენტებს კონკურენციას. ვიმედოვნებ, იტალიაში დაბრუნების კვალად, ის საწინააღმდეგოს დამტკიცებას შეეცდება.“ - ციტირებს კანავაროს სიტყვებს Daily Mail.

2012-16 წლებში პოგბა უკვე თამაშობდა „იუვენტუსში.“

0.112502