ფეხბურთი

20:16 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ჰალი“ ჩემპიონშიფში პირველად დამარცხდა

შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ ჩემპიონშიფის მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდა. მე-5 ტურში „ვეფხვები“ „ვესტ ბრომვიჩს“ ეწვივნენ და 2:5 წააგეს.

არველაძემ „ბარნლისთან“ წინა მატჩისგან განსხვავებით შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება მოახდინა. ტრავმირებული რაიან საიადმანეშის ნაცვლად მინდორზე რანდელ უილიამსი გამოჩნდა.

პირველი ბურთი საკუთარ კარში „ვეფხვმა“ კალუმ ელდერმა შეაგდო, შემდეგ კი მასპინძელრთაგან თავი ჯონ სვიფტმა, დარნელ ფიორლონგმა, კარლან გრანტმა და დარა ო’შიმ გამოიჩინეს. სტუმართაგან კი ოსკარ ესტუპინიანმა კვლავ დუბლი მიითვალა.

მე-5 ტურის შემდეგ, 8-ქულიანი „ჰალი“ სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა.

0.122302