ავტოსპორტი

10:28 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი სეზონის მეორე ნახევარში გამარჯვების პოტენციალს ხედავს

ლუის ჰამილტონი ფიქრობს, რომ „მერსედესის“ მანქანები საკმაოდ სწრაფებია იმისათვის, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა შეძლოს. არდადეგების წინ, უნგრეთის დიდი პრიზის რბოლა მან მეორე ადგილზე დაასრულა და გამარჯვებულ მაქს ფერსტაპენს 7.8 წამით ჩამორჩა.

უფრო საინტერესო ისაა, რომ უნგრეთში რბოლა პოულიდან დაიწყო ჰამილტონის თანაგუნდელმა ჯორჯ რასელმა. ეს სამქიმიანებისთვის ამ სეზონში პირველი დიდი გამონათება იყო, რაც იმის ნიშანია, რომ გუნდი მოწინავეთა რიგებს ნელ-ნელა, მაგრამ უბრუნდება.

ჰამილტონი ფიქრობს, რომ შესაფერისი სტრატეგიის და მხარდაჭერის შემთხვევაში, მას ან რასელს მოგებისთვის ბრძოლა შეეძლოთ. რა თქმა უნდა, იყო გარემოებები, რომლებმაც მას მეორე ადგილის დაკავებაში ხელი შეუწყო. მაგრამ რბოლაში ყველაფერი ხდება.

„მერსედესმა“ სეზონის დაწყების შემდეგ, თავის W13-ს არაერთი მოდიფიკაცია გაუკეთა და ეს გუნდის შედეგებზეც აისახება. მაგრამ ჯერ იმ ფორმაში არაა, რომ „ფერარის“ და „რედ ბულს“ ტოლსწორად ებრძლოს. რა თქმა უნდა, წრეზე საშუალოდ წამით ჩამორჩენაზე ლაპარაკი აღარაა. და რაც ნიშანდობლივია, ბოლო ორ რბოლაში, „მერსედესის“ პილოტებმა კვარცხლბეკზე ორი საფეხურის დაკავება შეძლეს.

„თუ ამ სიჩქარეს სეზონის მეორე ნახევარშიც შევინარჩუნებთ, გამარჯვებისთვის ბრძოლა შესაძლებელი გახდება. უნგრეთში პირველად შევძელით „ფერარისთან“ ბრძოლაში ჩართვა. ეს ჩვენთვის დიდი მიღწევაა. ვფიქრობ, „რედ ბული“ ჯერაც უფრო წინაა. ამაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ მაქსმა რბოლა მეათედან დაიწყო, შუა რბოლისას დატრიალდა და მაინც ფინიშთან პირველი მივიდა. მაგრამ ჩვენ დიდი ნაბიჯით წინ წავიწიეთ. ზედიზედ ორჯერ კვარცხლბეკზე ორი საფეხურის დაკავება გუნდს სოლიდურ სტიმულს აძლევს.

ოპტიმისტური განწყობა აქვს რასელსაც, ვინც ამბობს, რომ ფერსტაპენი მეტისმეტად სწრაფია იმისთვის, რომ მასთან ამ ეტაპზე ბრძოლა შესაძლებელი იყოს.

0.11261