სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

2:57 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

უსიკი ჯოშუაზე ათი კილოგრამით მსუბუქია

მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულებისთვის ბრძოლის წინ, რომელიც წითელი ზღვის პირას მდებარე ქალაქ ჯედაში (საუდის არაბეთი) მდებარეობს, ტიტულის მოცილეთა აწონვის და პირისპირ დგომის ცერემონია ჩატარდა.

უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკი და ბრიტანელი ენტონი ჯოშუა ისევ WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის საჩემპიონო სარტყელებისთვის იბრძოლებენ. ოღონდ, რინგზე მათ უკრაინელის ბანაკი აიტანს. უსიკი აწონვის ცერემონიაზეც ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ავიდა და მას თავს ისევ ზაპოროჟიეს სეჩის კაზაკთა ვარცხნილობა უმშვენებდა.

აწონვისას გამოვლინდა, რომ ჩემპიონი 100.5 კილოგრამს იწონის. ის ბევრით არ დამძიმებულა, ვიდრე წინა ბრძოლაში იყო, თუმცა კარიერაში ასე მძიმე, რინგზე ადრე არასდროს ასულა. ჯოშუას წონა 110.9 კილოგრამია. ეს კი დაახლოებით კილოგრამნახევრით მეტია, ვიდრე უსიკთან პირველი შეხვედრისას იყო.

35 წლის უსიკს, ვინც მძიმე წონაში გადასვლამდე, კრეისერის წონაში (91 კგ) აბსოლუტური ჩემპიონი იყო, პროფესიონალურ რინგზე ჯერ ერთი წაგებაც არ აქვს. 32 წლის ჯოშუამ კი რინგი წაგებულმა ორჯერ დატოვა. ბრიტანლი უფრო მაღალი და მასიურია, მაგრამ პირველმა ბრძოლამ აჩვენა, რომ უკრაინელი მას მოქნილობით და სისწრაფით ჯობდა.

პირისპირ დგომამ მშვიდობიანად ჩაიარა. კითხვაზე, რა დაინახა ჯოშუას თვალებში, ჩემპიონმა უპასუხა: „ჩემი თავი, იქ ჩემი თავის ანარეკლი იყო“.

უფრო უხვსიტყვიანი იყო ჯოშუა. კითხვაზე, რას ფიქრობს ბრძოლაზე, მან უპასუხს: „ბევრს არაფერს. უბრალოდ, ერთმანეთის პირისპირ ვიდექით. პირადად ჩემთვის, პირისპირ დგომა არაფერს ნიშნავს ხოლმე. ამით ბრძოლებს ვერ მოიგებ. ეს არაფერია. მთავარი ბრძოლაა. აწონვა და პირისპირ დგომა ჩემთვის არაფერია. მე მხოლოდ ბრძლას ველი. მე მზად ვარ 12 რაუნდისთვის. ასი პროცენტით. თუ უფრო მალე მოვამთავრებ, ეს მხოლოდ ბონუსი იქნება“.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113772