ფეხბურთი

0:36 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" ობამეიანგთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია

ლონდონის „ჩელსი“ „ბარსელონას“ თავდამსხმელის პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა გაბონელ ფორვარდთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ ჯერჯერობით, „ბარსელონასთან“ შეთანხმება არ შემდგარა.

ესპანელები 30 მილიონ ევროს ითხოვენ, ლონდონელები კი 15 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.

33 წლის ობამეიანგი „ბარსელონას“ მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და გასულ სეზონში 23 მატჩში 13 გოლი გაიტანა. მას პრემიერლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, სადაც „არსენალის“ ღირსებას იცავდა. კარიერის განმავლობაში ობამეიანგს „მილანში“, „დიჟონში“, „ლილში“, „მონაკოში“, „სენტ-ეტიენსა“ და „დორტმუნდში“ უთამაშია.

0.114437