ფეხბურთი

0:00 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კაზემირო "მანჩესტერის" ფეხბურთელია

ინგლისურმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მადრიდის „რეალთან“ კაზემიროს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.

30 წლის ბრაზილიელი სამედიცინო შემოწმების გავლისა და საბუთების მოგვარების შემდეგ „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ძალაში 2026 წლის ზაფხულამდე იქნება. არაოფიციალური ინფორმაციით, „რეალი“ 70 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 20 მილიონი ევრო იქნება.

კაზემიროს „მანჩესტერში“ ყოფილი თანაგუნდელები დახვდება, რომელთანაც ერთად არაერთი ტიტული მოიგო - კრიშტიანუ რონალდუ და რაფაელ ვარანი.

შეგახსენებთ, რომ კაზემირო მადრიდის „რეალს“ 2012 წელს „სან პაულუდან“ შეუერთდა და თავიდან მეორე გუნდში თამაშობდა, 2014-2015 წლების სეზონი კი იჯარით „პორტუში“ გაატარა. 2015 წელს ის ესპანურ გრანდში დაბრუნდა და მას მერე ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. კაზემირომ „რეალში“ 336 მატჩში 31 გოლი გაიტანა და ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111422