ფეხბურთი

21:55 | 19.08.2022 | ნანახია 873 - ჯერ

ტუხელი და კონტე ჩხუბისთვის დასაჯეს

ლონდონის „ჩელსისა“ და ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელები ტომას ტუხელი და ანტონიო კონტე ჩხუბისთვის დასაჯეს.

კონტე ჯარიმის სახით 17.500 ევროს გადაიხდის, მაგრამ დისკვალიფიკაციას გადაურჩა. სამაგიეროდ, უფრო მკაცრი სასჯელი მიიღო ტუხელმა - გერმანელი სპეციალისტი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და ჯარიმის სახით გაცილებით სოლიდური თანხის, 41.500 ევროდ გადახდა დააკისრეს.

„ჩემთვის ეს ამბავი „სტემფორდ ბრიჯზე“ დასრულდა. ასეთი სიტუაციები ხდება, არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა, როცა ორი მწვრთნელი ერთმანეთს არ ეთანხმება“, - აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ და ტომას ტუხელმა „ჩელსი“ – „ტოტენჰემის“ შეხვედრაში იჩხუბეს და ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:21 | 19.08.2022
Kobe Bean (21683)

ჩხუბისთვის ხალხს ფულს იქეთ უხდიან და ესენი დააჯარიმენ?)))

22:41 | 19.08.2022
valeri8848 (2622)

ინგლისში ინგლისის ფეხბურთის მმართველებმა ჯარიმის გადახდა ევროში მოითხოვეს?????? რაღაც სიმართლეს არ გავს

0.140027