ფეხბურთი

20:45 | 19.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "კაზემიროს შეცვლის რესურსი გვაქვს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კაზემიროს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თითქმის გადაწყვეტილ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ბრაზილიელი ნახევარმცველის შეცვლის რესურსი აქვთ და ამისთვის არც ახალი ფეხბურთელის დამატება სჭირდებათ.

„ეს პირადი საკითხია და კაზემიროს კარგად ესმის, რას ნიშნავს მადრიდის „რეალი“, მაგრამ სხვა რაღაცებიც არის. ეს დამემართა მეც „მილანში“, სადაც ძალიან კარგად ვიყავი, თუმცა, რაღაც ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. პირად საუბარზე ვერ ვისაუბრებ, მიზეზები თავად უნდა ახსნას.

ჩვენ 6 ნახევარმცველი გვყავს: კროოსი, მოდრიჩი, ჩუამენი, კამავინგა, სებალიოსი და ვალვერდე, ექვსივე ძალიან კარგი ფეხბურთელია და სეზონისთვის საკმარისია. ჩვენ არ ვართ გაბრაზებული ან მოწყენილი. ნათელია, რომ ბედნიერებიც არ ვართ, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივისცემა სჭირდება. მოდრიჩის, კაზემიროსა და კროოსის კომბინაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო „რეალში“ ამ ბოლო წლების წარმატებაში, თუმცა ჩვენი გეგმები არ იცვლება - გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ კაზემიროსთან ერთად იქნება ეს თუ მის გარეშე. კაზემიროს შეცვლა ჩუამენის შეუძლია, ასევე კროოსს და კამავინგას, რომელიც შარშან თამაშობდა ამ პოზიციაზე. „მილანში“ მის პოზიციაზე პირლო მყავს, რომელსაც განსხვავებული თვისებები ჰქონდა.

კაზემიროს გადარწმუნება არ მიცდია. მისი გადაწყვეტილება და სურვილი პატივისცემას იმსახურებს, თუნდაც იმის გამო, რაც მან კლუბისთვის გააკეთა და მას საუკეთესო უნდა ვუსურვოთ. ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ ოფიციალური არაფერია. თუ ის წავა, მისი ჩანაცვლების რესურსი გვაქვს“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კაზემირო მადრიდის „რეალს“ 2012 წელს „სან პაულუდან“ შეუერთდა და თავიდან მეორე გუნდში თამაშობდა, 2014-2015 წლების სეზონი კი იჯარით „პორტუში“ გაატარა. 2015 წელს ის ესპანურ გრანდში დაბრუნდა და მას მერე ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო.

0.098164