კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი გაქურდეს, თუმცა მძარცველები მალევე დააკავეს. ინფორმაციას Sport.es-ზე დაყრდნობით Football Espana ავრცელებს.
ესპანური გრანდის ახალწვეული სავარჯიშო მოედანთან გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფების მისაცემად გაჩერდა, რა დროსაც ორმა მამაკაცმა სიტუაციით ისარგებლა. მათ ლევანდოვსკის მანქანის უკანა კარის გაღება მოახერხეს და დაახლოებით 75 000 ევროს ღირებულების საათი მოიპარეს.
ფეხბურთელმა მალევე ქურდობის შესახებ პოლიციას აცნობა და საბოლოოდ მათი დაჭერა მოხერხდა. საათი კი ერთ-ერთი მიმდებარე ხის ქვეშ, ერთ-ერთი თავდამსხმელის აღიარების შემდეგ იპოვეს.