ჩოგბურთი

4:42 | 19.08.2022 | ნანახია NaN - ჯერ

სვიატეკი და ჟაბური ცინცინატის ტურნირს გამოეთიშნენ

ცინცინტის ტურნირს ორი ფავორიტი - მსოფლიოს პირველი ჩოგანი, პოლონელი იგა სვიატეკი და ტუნისელი ონს ჟაბური გამოეთიშა. სვიატეკი (ფოტოზე) ტურნირის ყოფილ ჩემპიონთან, ამერიკელ მედისონ კეისთან 6-3, 6-4 დამარცხდა, ჟაბურს კი ჩეხმა პეტრა კვიტოვამ 6-1 4-6 6-0 მოუგო.

სვიატეკმა მეორე წრეში, ამ სეზონში 50-ე გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ მესამეში ვერაფერი მოუხერხა ამერიკელ მეტოქეს, ვინც ცინცინატის ტურნირი 2019 წელს მოიგო. მან ოთხი მატჩ პოინტი მოიგერია, მაგრამ წაგებას მინც ვერ დაუძვრა. არადა, კეისს პოლონელთან წინა ორ შეხვედრაში, ერთი სეტიც არ მოეგო. თუმცა ამჯერად მან მეტოქე ყველა ასპექტში დაჩაგრა. შეხვედრის განმავლობაში, კეისმა ხუთი ბრეიკი მოიპოვა. მათგან ორი პირველ სეტში.

სვიტეკს ვერც იმან უშველა, რომ სეტებს შორის, პაუზა აიღო და ტუალეტში გავიდა. კეისმა პირველი ხუთი გეიმი მოიგო და მეექვსეში, ორი მატჩ პოინტიც მოიპოვა. სვიატეკმა ორივე მოიგერია და ამან ფრთები შეასხა - მომდევნო ოთხი გეიმი მოიგო და თითქოს, თამაშის შემობრუნებასთან ახლოს იყო. მაგრამ მე-10 გეიმში კეისმა კიდევ ერთი ბრეიკი მოიპოვა და შეხვედრას გამარჯვების წერტილი დაუსვა.

ჟაბურმა, ვინც ამ სეზონში უიმბლდონის ფინალში ითამაშა, კვიტოვას წინღმდგობა ვერ გაუწია. თამაშის დასაწყისში ის ცუდად აწოდებდა. მან პირველ სეტში ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მაგრამ მეორე სეტში ტუნსელმა თამაში გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა ამით მარცხი მხოლოდ გადადო. მან ორი მატჩ პოინტის მოგერიება შეძლო, მაგრამ სეტის მშრალად წაგებას მაინც ვერ გადაურჩა და ამით შეხვედრაც დათმო.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:21 | 05.06.2017
დურანტულა35 (6807)

პირველი თამაშის დასაწყის გავს ძაან.

04:03 | 05.06.2017
federer (17) (15576)

კერი დაბრუნებულაა
საინტერესოაა ეს ამბავიი

04:00 | 05.06.2017
federer (17) (15576)

აქ ხართ ვინმეე

20:22 | 04.06.2017
პანტელეიმონი (4347)

მეტს კახა ნაკრებში გააკეთებს იმედია

04:00 | 05.06.2017
federer (17) (15576)

კახა არა თორნიკე

16:21 | 04.06.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

არა უშავს. აღმავლობის პერიოდი იმედია სწორედ ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას დაუდგება.
კახაბეროვიჩი უნდა იყოს ნაკრების ლიდერი შემოდგომაზე.

15:56 | 04.06.2017
federer (17) (15576)

ვერაა თოკო მაინც ოპტიმალურ ფორმაშიი
ნახევარ საათში 20 ქულას დებდეს უნდა, რაგდან აქვს ამის პოტენციალიი

15:00 | 04.06.2017
sabonis (9584)

ვაახ არადა თითქოს არ უნდა წააგოს.

0.062829