სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

3:28 | 19.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუასთან რემატჩში უსიკი ფავორიტია

მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკი ოცში თავისი ტიტულების დასაცავად, ენტონი ჯოშუას რემატჩში დაუპირისპირდება. ბრძოლის მასპინძელი საუდის არაბეთის ქალაქი ჯედაა.

ბრიტანელი ბუკმეიკერი უილიამ ჰილი თვლის, რომ ამ შეხვედრაში ფავორიტი უსიკია, ვისი შანსებიც ფასდება 4/7 პროპორციით. ამასთან, ტოტალიზატორის 80 პროცენტი თვლის, რომ უკრაინელი ნოკაუტით მოიგებს, ან ბრძოლას რეფერი მის სასარგებლოდ შეწყვეტს. ჯოშუას შანსები 13/8-ზეა შეფასებული. ფრეს შანსი კი მინიმალურია - 16/1.

უილიამ ჰილის წარმომადგენელი ტონი კენი ამბობს, რომ მომხმარებელთა უმეტესობა ფსონს უსიკის გამარჯვებაზე დებს. საბუკმეიკერო ფირმა „სპორტინგ ინდექსის“ პროგნოზით, უსიკი ბრძოლას ნოკაუტით, მეცხრე რაუნდში მოიგებს.

35 წლის უსიკისთვის, ვინც რინგზე WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის სარტყელებს გამოიტანს, ეს თუნდაც საჩემპიონო ბრძოლაზე მეტია. მისი ქვეყნისთვის, რომელიც ოკუპანტ რუსეთთან ბრძოლაშია ჩართული, უსიკის გამარჯვება დიდი სტიმული იქნება.

სხვათა შორის, ბრძოლის წინა პრეს კონფერენციაზე, უსიკი კაზაკის ფორმაში გამოწყობილი, კაზაკური ვარცხნილობით წარდგა. შეგახსენებთ, რომ უსიკი უკრაინის არმიის წევრია და მას პროფესიონალურ რინგზე ჯერ წაგება არ აქვს.

რაც შეეხება 32 წლის ჯოშუას, მას რევანში სწყურია იმ წაგებისთვის, რომელიც პირველ ბრძოლაში, ტოტენჰემ ჰოტსპურის საფეხბურთო სტადიონის სავსე ტრიბუნის წინაშე იგემა. მისი კარიერისთვის ამ რემატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. წაგების შემთხვევაში, ის რიგით მოკრივეთა რიგებს შეავსებს. მოგება კი WBC-ს ჩემპიონ ტაისონ ფიურისთან შეხვედრის პერსპექტივას გაზრდის.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.111199