ფეხბურთი

10:27 | 19.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯამპიერო ვენტურა: "კვარაცხელიას დრო უნდა მივცეთ, მაგრამ ძალიან დადებითი ნიშნები აჩვენა"

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ქართველ ფეხბურთელს ადაპტაციისთვის დრო ჯერ კიდევ სჭირდება, მაგრამ ძალიან დადებითი ნიშნები უკვე გამოავლინა.

„კვარაცხელიამ ხარისხი აჩვენა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან გააკეთა, ზიელინსკიზე საგოლე პასი იყო, თავისი თანაგუნდელი კართან იდეალურ დროს დატოვა. დრო უნდა მივცეთ ფეხბურთელს, რომელიც არ იცნობს იტალიის სერია A-ს, მაგრამ ყველა ნიშანი ძალიან დადებითია. სამუშაო არის, თუმცა მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აშკარა უპირატესი პოზიციით დაწყება“, - თქვა ვენტურამ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სეზონი „ვერონასთან“ 5:2 მოგებით გახსნა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლით და საგოლე პასით. მეორე ტურში "აძური" 21 აგვისტოს, "მონცას" უმასპინძლებს.

0.112608