ფეხბურთი

0:40 | 19.08.2022 | ნანახია 3175 - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის გოლი და საგოლე პასი კონფერენს ლიგაზე გერმანულ "კიოლნთან" (+VIDEO)

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში უნგრულმა „ფეჰერვარმა“ გასვლაზე გერმანული „კიოლნი“ 2:1 დაამარცხა და ბუდუ ზივზივაძე მატჩის გმირი იყო - ქართველმა ფორვარდმა „თხების“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

„კიოლნი“ იგებდა, შემდეგ გერმანელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, ხოლო 32-ე წუთზე ზივზივაძემ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მე-40 წუთზე კი ბუდუმ გოლს საგოლე პასი დაუმატა და ასისტენტობა პალკო დარდაის გაუწია. მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა და „ფეჰერვარს“ საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა აქვს, ასე რომ ჯგუფურ ეტაპთან ახლოსაა.

28 წლის ქართველმა ფორვარდმა ეს სეზონი დიდებულად დაიწყო და ყველა ტურნირზე 8 მატჩში 7 გოლი აქვს მითვლილი. კონკრეტულად კონფერენს ლიგაზე კი საოცარი შედეგი აქვს - 5 მატჩი და 6 გოლი. სხვათა შორის, ამ ტურნირზე მან გატანა ყველა მატჩში მოახერხა და ბომბარდირებში მეორე პოზიციაზეა.

დღეს, ქართველი ლეგიონერების სხვა კლუბებმაც ითამაშეს. პოზნანის „ლეხმა“ ლუქსემბურგული „დუდელანჟი“ 2:0 დაამარცხა. ნიკა კვეკვესკირმა 61-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა.

წააგო ბრატისლავის „სლოვანმა“, რომელმაც ბოსნიაში, „ჟრინსკისთან“ ბოლო წუთზე გაშვებული გოლით განიცადა მარცხი - 0:1. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძემ 66-ე წუთამდე. ვლადიმირ ვაისის გუნდს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა თუ უნდა, შინ აუცილებლად გამარჯვება სჭირდება.

ვაკო გვილიას „რაკუვმა“ საკუთარ კედლებში პრაღის „სლავია“ 2:1 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და პოლონელებმა ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად სერიოზული განაცხადი გააკეთეს. გიორგი აბურჯანიამ 61-ე წუთამდე ითამაშა „ალკმაართან“ და მაშინ შეცვალეს, როცა მისი „ჟილ ვისენტე“ 0:1 მარცხდებოდა, საბოლოოდ კი, პორტუგალიელებმა 0:4 წააგეს და უმძიმეს ვითარებაში ჩავარდნენ.

გაგი მარგველაშვილის „შკუპი“ კოსოვოს „ბალკანის“ უგებდა, მაგრამ ორი გოლი გაუშვა და შინ 1:2 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. გიორგი ხარაიშვილს არ უთამაშია, მის გარეშე კი „ფერენცვაროშმა“ 4:0 გაანადგურა „შემროკ როვერსი“, ხოლო რევაზ ინჯგიას „აპოლონი“ „ოლიმპიაკოსს“ დაუზავდა (1:1). ქართველი განაცხადში არ იყო.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:03 | 20.08.2022
alfadhirhaiti (7530)

"რიჟა" ბაზარია. მამარდაშვილი გამართლება უფრო იყო ვიდრე დაფასება და თანმიმდევრულობა. მაინცდამაინც ხვიჩა უნდა გვყავდეს ყველა რო ტოპ ლიგებს თვალებში აბელ შავიერი არ ჰქონდეთ. პრობლემა კიდე ტოპ ლიგებთან ერთად აგენტებშიცაა.

13:29 | 19.08.2022
Buratino (3505)

ეს უკვე მართლაც დონეა, როდესაც "კიოლნს" გაუტან, თანაც მის მოედანზე! ნაღდად იმსახურებს ბუდუ უკეთეს ლიგას და უკეთეს კლუბს (მე პირადად, დასაწყისისთვის ბუნდესლიგაში მსურს ვიხილო). მოკლედ, უნგრეთშიც გაუტანოს "კიოლნს" და მერე შეგვიძლია ის რუსული ფრაზაც ვთქვათ, წარსულში რომ იყენებდნენ "მოძველბიჭო ელემენტები": 'ბლია* ბუდუ, ნი ზა-ბუდუ"

12:18 | 19.08.2022
london (1032)

მამარდაშვილი იმიტომ თამაშობს ვალენსიას ძირითადში რომ როგორც იტყვიან მოხვდა სწორ ადგილას და სწორ დროს და რა თქმა უნდა რომ კარგი მეკარეა. მაგრამ არა იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებულად სხვებზე მეტს შრომობს და სხვა ყველა ზარმაცობს.

21:30 | 19.08.2022
O. Mertskhali (8101)

ძირითადში გეთანხმები, თუმცა მეკარეობა მაინც სპეციპიკური პოზიციაა და მთლად ძლიერი მაგალითი ვერ იქნება სხვებისთვის..

10:28 | 19.08.2022
shakooo7 (2507)

ძალიან დაიხვეწა ეს ბიჭი

10:14 | 19.08.2022
lasha-george (125)

ბუდუს შესახებ ფეჰერვარის მწვრთნელმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის დატოვებს კლუბს, მაგრამ დინამოსგან განსხვავებით, რომლის ხელმძვანელს თავისივე აღზრდილი ფეხბურთელების იმედი არ აქვს, ფეჰერვარს რეალური შანსი აქვს ჯგუფურ ეტაპზე თამაშის და იქიდან კლუბი მის სარფიანად გაყიდვას იმედოვნებს.

09:00 | 19.08.2022
Erovnuli-Nakrebi (11812)

ასევე საᲭიროა რომელიმე მარᲗლა სკაუტი და არა ვიᲦაც ვიᲗომ სკაუტები, არცერᲗი ნორმალური კლუბი რომ არ იცნობს

08:59 | 19.08.2022
Erovnuli-Nakrebi (11812)

ბუდუ სავარაუდოდ გადავა რომელიმე ნორმალურ გუნდᲨი. Თავისუფლად გაქაᲩავს გერმანიის, ან იტალიის რომელიმე საᲨუალო გუნდᲨი. Თუმცა იქამდე ბევრი მუᲨაობა და ცოტა იᲦბალიც Ჭირდება.

08:10 | 19.08.2022
ბაგი-რეი (2266)

ბუდუ კარგ ფორმაშია. უიპეშტი გადაარჩინა და ბოლოს ევროზონას წაეჩალიჩა გუნდი მისი გოლებით. ახლა ევროთასებზე უბერავს. მომენტის გამოყენებაც იცის და ბურთთან ერთადაც მაგარი სახიფათოა.

02:26 | 19.08.2022
alfadhirhaiti (7530)

დღეს თუ რამეს უნდა შეეშვან ქართველი ფეხბურთელები, ესაა პირველ რიგში პოლონეთი! რახან საქართველოდან არიან ეტყობა ჭე კლასის ფეხბურთელები ჰგონიათ. სხვა ახსნა არ აქვს ჯერ გაგნიძის სკამის ხეხვას და რუსეთში გაბრუნებას და ახლა წიტაიშვილი რო ტოპ ლიგის გუნდში უნდა იყოს წესით, ამასაც სკამს ახეხინებენ ლეხში. თითქოს თვითონ ბუნდესლიგის დონის ჩემპიონატი ჰქონდეთ.

01:37 | 19.08.2022
georgianwelder (778)

შენ გენაცვალე ბუდუ, აი ეგრე, გენაცვალე!!! წარმატებები!!!

01:00 | 19.08.2022
jorkaifi (305)

მართლა მაგარი ბიჭია რაა ... როგორ მოუმატა პროსტა ... ეს კოდრო ბუდუს კონკურენტი ასეთი ძლიერია რო ამას არ ათამაშებეენ ?? ან დავიჯერო ვერონას და ფრაიბურგის დონის გუნდებს არ დახატავდა ეხლა ბუდუსნაირი ცენტრიი ??

00:50 | 19.08.2022
alfadhirhaiti (7530)

დედაშევ**ი ევროპის ფეხბურთის. რით ვერ გამოიხედეს ტოპ ლიგებმა.

08:57 | 19.08.2022
Erovnuli-Nakrebi (11812)

ტოპ ლიგებᲨი რომ მოხვდე, ბევრი უნდა იᲨრომო. Შრომა კიდე ფასდება მანდ. მამარდაᲨვილია მაგის მაგალიᲗი

12:13 | 19.08.2022
london (1032)

ხო მამარდაშვილი 10ჯერ უფრო მეტ შრომობს ვიდრე ზივზივაძე და მაგიტო არის ის ვალენსიაში და ეს ფეჰერვარში. ევროპას რომ აქებთ რამე წესიერი არგუმენტი მაინც მოიყვანეთ დდდდ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.179935
სარეკლამო ადგილი - 99
X x X