მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის კაზემიროს „მანჩესტერში“ ტრანსფერი, როგორც ჩანს, არარეალური სულაც არ არის.
ბრიტანული მედია იტყობინება, რომ ინგლისელები ბრაზილიელ ფეხბურთელთან ძალიან ახლოს არიან. თავის მხრივ, კაზემირო კარლო ანჩელოტისთან საუბარს და საკითხის განხილვას აპირებს.
როგორც ცნობილი გახდა, „მანჩესტერი“ 30 წლის ფეხბურთელს ორმაგ ხელფასს სთავაზობს, ვიდრე „რეალში“ გამოიმუშავებს, ხოლო ესპანურ კლუბს 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობს. არაა გამორიცხული, რომ გარიგება უახლოეს დღეებში დაიხუროს.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალი“ კაზემიროს შემცვლელად „ნიუკასლის“ საყრდენ ნახევარმცველ ბრუნო გიმარაეშს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ კაზემიროს „რეალის“ რიგებში 336 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გატანილი. მას ესპანური გრანდის გარდა, „სან პაულუსა“ და „პორტუში“ უთამაშია.