ფეხბურთი

21:30 | 18.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" რონალდუს შეძენას არ აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ „დორტმუნდს“ დაუკავშირეს, მაგრამ გერმანული მედია იტყობინება, რომ „ყვითლებს“ პორტუგალიელის გადაბირება არ უნდათ.

რონალდუს სურვილია, რომ „მანჩესტერი“ დატოვოს და „დორტმუნდი“ სასურველ ვარიანტად მიაჩნია, თუმცა მის აგენტს ჟორჟზე მენდეშს გერმანელებმა უარი შეუთვალეს.

მიმდინარე ზაფხულს რონალდუ არაერთ კლუბს დაუკავშირეს, მაგრამ პორტუგალიელმა ინგლისიდან წასვლა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110491