მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მას „ბარსელონაში“ ისეთი სიტუაცია არ დახვდა, როგორიც წარმოედგინა.
„ლევანდოვსკი გვაკლია. არ დაგავიწყდეთ, რომ მისი წყალობით ბევრი ტიტული მოვიგეთ. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მას „ბარსელონაში“ წარმოედგინა“, - აღნიშნა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე „რაიო ვალეკანოს“ დაუზავდა (0:0).