ფეხბურთი

19:00 | 18.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიში" ნდომბელეს და რასპადორის ტრანსფერები გადაწყდა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი ტანგი ნდომბელე კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ჯერ ოფიციალური არ არის, თუმცა ტრანსფერი გადაწყვეტილია, რადგან ფრანგი სამედიცინო შემოწმებისთვის უკვე იტალიაშია, რომლის გავლის შემდეგ ის ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს. „ნაპოლის“ ნდომბელეს გამოსყიდვა გაისად 15 მილიონ ევროდ შეეძლება.

25 წლის ფეხბურთელი „ტოტენჰემმა“ 2019 წელს „ლიონიდან“ შეიძინა და 91 მატჩში 10 გოლი გაიტანა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით სწორედ „ლიონში“ გაატარა, სადაც 15 თამაშში თავი ერთხელ გამოიჩინა. კარიერის დასაწყისში კი „ამიენის“ წევრი იყო.

თუმცა, ნდომბელეს ტრანსფერი „ნაპოლიში“ ერთადერთი სიახლე არაა. გადაწყვეტილია ჯაკომო რასპადორის ტრანსფერიც. იტალიელი დიდი ალბათობით, სამედიცინო შემოწმებას დღეს საღამოს გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. ნეაპოლელებს 22 წლის შემტევის გადაბირება 35 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

„ნაპოლიმ“ მიმდინარე ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, მატიას ოლივერა, სალვატორე სირიგუ კიმ მინ-ჯე, ოლა ოსტიგორი და ჯოვანი სიმეონე დაიმატა, ხოლო ნდომბელესა და რასპადორის ტრანსფერები, როგორც ვთქვით, გადაწყვეტილია.

0.117086