ფეხბურთი

15:39 | 18.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან-ბისაკა, შესაძლოა, „კრისტალ პალასში“ დაბრუნდეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მარჯვენა მცველი, აარონ ვან-ბისაკა, შესაძლოა, „კრისტალ პალასში“ დაბრუნდეს - გვამცნობს talkSport. მანკუნიანელთა ხელმძღვანელობა მზადაა ფეხბურთელი „არწივებს“ დაუბრუნოს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მის პოზიციაზე სხვა მოთამაშე შეიძინოს.

ვან-ბისაკას ტრანსფერი დიდწილად მანჩესტერელთა ახალი მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის სურვილითაა გამოწვეული. ნიდერლანდელს თავის გუნდში ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელის ხილვა სდომებია.

ახალდაწყებულ პრემიერლიგაში ვან-ბისაკას არცერთი წუთი უთამაშია. მის ადგილზე ჯერჯერობით სერჯინო დესტი ირჯება.

ვან-ბისაკა 2019 წელს გადავიდა „კრისტალ პალასიდან“ „მანჩესტერში.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098607