„ფულემმა“ „რომას“ თავდამსხმელ ჯასთინ კლუივერტთან პირადი პირობები შეათანხმა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ინფორმაციით, კლუივერტი მხოლოდ „ფულემში“ გადასვლაზე ყოფილა თანახმა.
ახლა ინგლისური კლუბის წარმომადგენლები „რომას“ მესვეურებს ესაუბრებიან ნიდერლანდელის ტრანსფერის დეტალებზე.
კლუივერტი „რომაში“ 2018 წელს გადავიდა ამსტერდამის „აიაქსიდან,“ შემდეგ კი იჯარის წესით თამაშობდა „ლაიპციგსა“ და „ნიცაში.“