ფეხბურთი

10:18 | 18.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დელე ალი „ბეშიქთაშში“ გადადის

„ევერტონის“ ინგლისელი ნახევარმცველი, დელე ალი, უახლოეს ხანში თურქულ „ბეშიქთაშში“ გადავა. სტამბოლური კლუბი 26 წლის შუახაზელს იჯარის წესით აიყვანს - გვამცნობს Sportitalia.

წყაროს ინფორმაციით, კონტრაქტი ერთწლიანი იქნება, შემდგომში 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით. თავად ფეხბურთელი ტრანსფერზე თანახმაა.

შეგახსენებთ, რომ დელე ალი „ევერტონის“ მოთამაშე წლეულს თებერვალში გახდა. ლივერპულურ კლუბთან მას ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.125964