ჭიდაობა

0:30 | 18.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: საქართველომ მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატი 3 მედლით დაასრულა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

92 კგ წონით კატეგორიაში ფინალში იყო ანდრო მარგიშვილი, მაგრამ ირანელ ამირჰოსეინ ფიროზპურანდპეისთან 0:11 წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მერაბ სულეიმანაშვილმა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ამერიკელი მეტოქე დაამარცხა.

დღესვე, 74 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ჩხიტუნიძეს ბრინჯაოს მედლის შანსი ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტი შეხვედრა წააგო და უმედლოდ დარჩა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

0.125782