საქართველოს საკალაბურთო ნაკრებმა აკროპოლისის თასზე პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა და ათენში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.
ილიას ზუროსის გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, მაგრამ ჯერჯერობით ყველა ტესტ-მატჩი დათმო.
საქართველომ თურქეთთან 13 ქულის სხვაობით, 88:101 წააგო და ამხანაგური, მაგრამ პრესტიჟული ტურნირი მარცხით დაიწყო.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 20 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, გიორგი შერმადინმა გუნდმა 18 ქულა შესძინა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილი ორმაგი დუბლით გამოირჩა - 16 ქულა, 14 მოხსნა.
საქართველო - თურქეთი 88:101 (24:18, 22:30, 20:27, 22:26)
ზუროსის გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე, მასპინძელ საბერძნეთთან გამართავს.