ფეხბურთი

19:35 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისის "ტორპედომ" პარაგვაელი თავდამსხმელი დაიმატა

ქუთაისის "ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს. იმერულმა გუნდმა მაურო კაბალერო დაიმატა. 27 წლის პარაგვაელმა ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

მაურო წლების განმავლობაში პორტუგალიის უმაღლეს და მეორე დივიზიონში ასპარეზობდა. გასული სეზონი კი პორტუგალიურ "აკადემიკაში" გაატარა და 13 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. მან 39-ნომრიანი მაისური მოირგო.

შეგახსენებთ, რომ "ტორპედო" ეროვნულ ლიგაში 27 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 21 აგვისტოს "ლოკომოტივთან" გამართავს.

0.097147