ფეხბურთი

17:05 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: "კვარაცხელიას უკეთესი დებიუტი ჰქონდა, ვიდრე მარადონას, კავანის და კალეხონს"

ცნობილი იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ი „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტს აფასებს. როგორც პოპულარული გაზეთი წერს, ქართველს დიეგო მარადონაზე უკეთესი დებიუტი ჰქონდა და ასევე აჯობა ედინსონ კავანისა და ხოსე კალეხონს.

კვარა აურელიო დე ლაურენტისის ეპოქაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ნაპოლის“ სადებიუტო მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

„პირველი მარადონაზე უკეთესი იყო. ეს არ ჟღერს მკრეხელობად, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი სერია A-ში „ვერონას“ წინააღმდგეგ „ბენტეგოდიზე“ შედგა, ისევე როგორც დიეგოს დებიუტი 1984 წლის სექტემბერში. არგენტინელი იმ მატჩში ბრიგელმა შეაჩერა, „ნაპოლი“ კი ბანიოლის გუნდთან დამარცხდა, რომელმაც შემდეგ სკუდეტო მოიგო. დღეს ფასეულობათა სასწორი განსხვავებულია და ქართველმა დებიუტი გოლით შეასრულა და გადამწყვეტი იყო „აძურის“ წარმატებაში. მოკლედ კვარადონა, რომლითაც ნეაპოლში მონათლეს, სარგებლიანობას იწყებს.

ქართველის პირველი 40 დღეც კარგი იყო, მაგრამ იგივე ტიფოზებს, რომლების მას ძალიან კარგად შეხვდნენ, ასეთი მნიშვნელოვანი სტარტის იმედი არ ჰქონდათ. იტალიის სერია A-ში ნათლობის მატჩში მან 68 წუთი ითამაშა და გოლი გაიტანა: გოლი, საგოლე პასი, ორი საგოლე მომენტი, 4 ჩაწოდება, ამდენივე დარტყმა. 21 წლის მოზარდმა ბევრი მნიშვნელოვანი გააკეთა და დაბნეული არ იყო.

შესაძლოა, ცოტა ემოციური იყო, დიად და ლუჩანო სპალეტიმ განმარტა: „როდესაც შევცვალე, დებიუტით გამოწვეული მღელვარების გამო კუნთები დაჭიმული ჰქონდა. ამ ბიჭს ბევრად მეტი შეუძლია“, - თქვა სპალეტიმ, რომელსაც არ სურს მისი წნეხში მოქცევა.

„ვერონა“ შორს იყო იმ გუნდისგან, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ფუნდამენტური ქულები წაართვა „აძურის“. კვარამ კარგი თვისებები გამოავლინა, როცა პირველი დრიბლინგების შედეგად ბურთი დაკარგა, მაშინვე მის დაბრუნებას ცდილობდა და მეტოქეს გაჰყვა. შიშის გარეშე ცდილობდა გატანას და თავით ამის გაკეთება მოახერხა, რაც მისი საუკეთესო თვისება არ არის. პირველი საგოლე პასიც მაგარი იყო, როცა ის დერეფანი დაინახა, რომელსაც განსაკუთრებული ფეხბურთელები ხედავენ.

დე ლაურენტისის ეპოქაში არცერთ ფეხბურთელს ჰქონია დებიუტი გოლით და საგოლე პასით. კვარამ ისეთ გამორჩეულ ფიგურებს აჯობა, როგორებიც კავანი და კალეხონია, რომლებმაც სადებიუტო მატჩში გაიტანეს, მაგრამ საგოლე პასი არ გაუკეთებიათ.

რასაკვირველია, ერთი მატჩი ცოტაა შესაფასებლად, მაგრამ როგორც ჩანს, კვარას წინასწარ განსაზღვრული სტიგმატები აქვს. ის ისეთი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ტიფოზების გაცეცხლება, მათი ოცნების ასრულება, როგორც ეს გოლის „მძინარე“ აღნიშვნით მიანიშნა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ სერია A-ს მეორე ტურში 21 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „მონცას“ დაუპირისპირდება.

0.133826