ბელგიური „ლეუვენის“ ფეხბურთელი ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს. ბერძნული მედიის ცნობით, ქართველმა შემტევმა „პანაიტოლიკოსთან“ შეთანხმებას მიაღწია.
26 წლის ქართველ ფეხბურთელს საბერძნეთში დღეს ელოდებიან, რის შემდგომაც კონტრაქტს გააფორმებს, რომლის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ლევან შენგელიამ „ლეუვენში“ 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მანამდე ის „ქონიასპორში“, „დინამო თბილისში“, „ტუბიცეში“, „დაეჯონში“ , ფოთის „კოლხეთში“, „ტორპედოსა“ და „დილაში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში კი მის აქტივში 10 მატჩია.
„პანაიტოლიკოსი“ საბერძნეთის სუპერლიგის ბინადარია და მიმდინარე სეზონის პირველ ტურში 20 აგვისტოს, სტუმრად სალონიკის „პაოკს“ შეხვდება.