ფეხბურთი

14:09 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაცხელიასგან ბევრს ველით"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტელეკომპანია DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელისგან ბევრს ელის.

„მე მას კვარას ვეძახი. მისგან ბევრს ველით, მან ისეთი ჩემპიონი შეცვალა, როგორიც ინსინიეა, რომელმაც სხვა გზა აირჩია. პატივი უნდა ვცეთ მის ნებას, მიუხედავად იმისა, რომ მისი შენარჩუნების იმედი მქონდა“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან სადებიუტო შეხვედრაში „ვერონას“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120171